ფონდი “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ონლაინსკოლის ახალი პლატფორმის პრეზენტაციას გამართავს

3 აპრილს საქართველოს დროით 21:00-ზე გაიმართება ფონდის, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტისა და ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის, თიკა სვანიძე-ვენკოს პატრონაჟით შექმნილი პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული   ონლაინსკოლის „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“-ს  პლატფორმის, ვებ-გვერდის ონლაინპრეზენტაცია Zoom-ში – https://zoom.us/j/93450169994 – ხანგრძლივობა 2 საათი.

ონლაინსკოლის პრეზენტაციაზე დამსწრე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, გაეცნონ ონლაინსკოლის მიერ შემოთავაზებულ არაფორმალური განათლების ონლაინსერვისებს, რომლებიც ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველ მოზარდებს და არამხოლოდ მოზარდებს, საქართველოსთან უფრო დაახლოვებს. სამშობლოსთან კავშირის დამყარება და გაღრმავება მოხდება სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი, აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების მეშვეობით.

ონლაინპრეზენტაციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე ქართული დიასპორის წარომადგენლებს.

პრეზენტაციაზე დასასწრებად, გთხოვთ გაყვეთ ბმულს და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.   https://forms.gle/nCF7BkkqjVJJbqQH8

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები