ემიგრანტების გამხნევების მიზნით, ათენში ქართული სიმღერის VIII ვიდეოკონცერტი გაიმართა
27 მარტს ათენის კულტურის ცენტრ “კავკასიის” ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, პანდემიის პირობებში ქართველი ემიგრანტების გამხნევების მიზნით, სპეციალურად გამართეს ქართული სიმღერის მორიგი, VIII ვიდეოკონცერტი.
კონცერტში მონაწილეობდნენ ცენტრის ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის ტრიო – გიგა ასათიანი, დათო წიქორიძე და მამუკა ინაძე.
ხანგრძლივი რეპეტიციების შემდეგ, მომზადდა და შესრულდა ქართული კინომუსიკის ხუთი არაჩვეულებრივი ნიმუში:
– „შორი გზიდან მომავალო…” მუსიკა: ჯანსულ კახიძე, ტექსტი: პეტრე გრუზინსკი, კინოფილმიდან „მოიტაცეს თამარ ქალი”;
– „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა…” მუსიკა: რევაზ ლაღიძე, ტექსტი: კოსტანტინე ლორთქიფანიძე, კინო-ფილმიდან „შეწვეტილი სიმღერა”;
– ჯანსულ კახიძის სიმღერების პოპური, კინო-ფილმიდან „გამოაგეთ ფანჯრები” (მ. ინაძისშერჩევით);
– „ვინა სთქვა თითქოს…” მუსიკის ავტორი: ჯანსულ კახიძე, კინო-ფილმიდან „საბუდარელიჭაბუკი”;
– ქართული კინო-მუსიკის პოპური (მ. ინაძის შერჩევით), კინო-ფილმებიდან: „ბედნიერი შეხვედრა”, „გაზაფხული საკენში“, „ჩრდილი გზაზე“, „საბუდარელი ჭაბუკი“ & „თხუნელა”.
ათენის კულტურის ცენტრ “კავკასიის” გუნდმა, ემიგრანტების გამხნევების მიზნით, არაერთი ღონისძიება ადრეც გამართა.