ვენასა და ქვემო ავსტრიაში სრული “ლოქდაუნი” კვლავ გამოცხადდა  

 

ავსტრიის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ავსტრიის ფედერალურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხუთშაბათიდან, 1 აპრილიდან ბურგენლანდში, ქვემო ავსტრიაში და ვენაში სრული ლოქდაუნის გამოცხადების შესახებ, რომელიც ძალაშია 6 აპრილის ჩათვლით!
შესაბამისად, 1 აპრილიდან:
– იხურება ყველა სავაჭრო და სხვა ობიექტი, გარდა ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ობიექტებისა (საკვები პროდუქტის მაღაზიები, აფთიაქები, ფოსტა, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები).
– იზღუდება გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში:
  •  ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ნივთების შეძენა
  • სამსახურებრივი აუცილებლობა
  •  სხვა ადამიანების დახმარების მიზნით, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ
  • სუფთა ჰაერზე გასვლა
გარდა ამისა, მინიმუმამდე იზღუდება სოციალური კონტაქტები. რეკომენდირებულია, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, მაქსიმალურად სოციალური კონტაქტებისგან თავის არიდება, 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, FFP2 ნიღბის ტარება და სხვა ადამიანებთან შეხვედრისას თვით ტესტირება.
არსებული ინფორმაცის თანახმად, სააღდგომო არდადეგების შემდგომ სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადის. 12 აპრილიდან კი, სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა უარყოფითი PCR-ტესტი უნდა წარადგინონ.
მკაცრდება სასაზღვრო კონტროლი, ხოლო ის პირები ვინც სამსახურეობრივი მიზნით, სისტემატიურად გადაადგილდებიან (ე.წ commuter/Pendler) მათთვის სავალდებულო ხდება, PCR-ტესტის კვირაში ორჯერ წარდგენა, რომელიც არ უნდა იყოს 72 საათზე გვიან გაცემული.
საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და მათი რეკომენდაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები