რუსუდან გლურჯიძის პროექტმა “ანტიკვარიატი” “ევრიმაჟის” დაფინანსება მოიპოვა

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, რუსუდან გლურჯიძის მხატვრული ფილმის პროექტმა “ანტიკვარიატი” “ევრიმაჟის” დაფინანსება მოიპოვა 150 000 ევროს ოდენობით.

ქართული პროექტი დაფინანსდა ისეთი რეჟისორების პროექტებთან ერთად, როგორებიც არიან მიშელ ჰაზანავიჩუსი და ძმები დარდენები.

სამუშაო სესიაზე პროექტს საქართველოს წარმომადგენელი “ევრიმაჟში” – ნინო კირთაძე იცავდა.

“ანტიკვარიატი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველო-ხორვატია-რუსეთის პროდუქციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები