ოდესის კულტურის ცენტრ “ივერიაში” დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს

ცენტრი ივერია შეუერთდა კამპანიას “მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს” და საკვირაო სკოლის ბავშვებისათვის ჩატარდა შემეცნებით ღია გაკვეთილი.

ღია გაკვეთილი ჩაატარა ოლიკო ჯმუხაძემ, რომელიც არის ფსიქოლოგი და მუშაობს განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან. ფოტო და ვიდეო მასალების მეშვეობით ბავშვებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის დაუნის სინდრომი, რა თავისებურებებით გამოირჩევიან და რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა მათთვის..

შემეცნებითი გაკვეთილის შემდეგ ბავშვებმა პლაკატები დახატეს ფერადი ზოლიანი წინდებით, მზით და თავისი ხელის ანაბეჭდებით. ამ დროს კი ჟღერდა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისადმი მიძღვნილი სიმღერა- ჰიმნი “ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ” (ავტორი ინგა ლოლაძე),

“ჩვენი საკვირაო სკოლის ბავშვებმა უკვე იციან , რომ მათ გვერდით არიან განსხვავებული, საოცარი და მზიანი ადამიანები, სითბოთი და სიყვარულით სავსე” – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები