“China Daily“ საქართველოზე წერს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2021 წლის 22 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ ჩინეთში ყველაზე რეიტინგულ ინგლისურენოვან გაზეთს “China Daily“-ს ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუს დროს, ელჩმა ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ შესაძლებლობებზე.
აღნიშნული ინტერვიუ გამოქვეყნდება “China Daily“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ჩინეთის სხვადასხვა სოციალურ მედიაში.
ინფორმაციისთვის: “China Daily“, ასევე, წარმოადგენს აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ახალი ამბების ქსელს, რომლის მკითხველთა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით, როგორც ბეჭდვით ასევე ონლაინ ფორმატში, აჭარბებს 300 მილიონ ადამიანს.