საქართველოს საკონსულო სან ფრანცისკოში ლოს ანჯელესში მცხოვრები ემიგრანტებისათვის გასვლით მიღებას გამართავს
2021 წლის 9-10 აპრილს იგეგმება სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენელთა ვიზიტი ლოს ანჯელესში. ვიზიტი მიზნად ისახავს ქართული სათვისტომოს წევრებთან შეხვედრას, გენერალური საკონსულოს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მათ ინფორმირებას და სხვადასხვა დიასპორული საკითხების განხილვას.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, 9 აპრილს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა საკონსულო მომსახურებას. საკონსულო მიღების დროს, მოქალაქეები შეძლებენ წარადგინონ განაცხადი საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, პირადობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მიღების მიზნით, ასევე, გაიარონ კონსულტაცია მოქალაქეობისა და მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზე.
საკონსულო მიღების დრო: პარასკევი, 9 აპრილი, 15:00-19:00 სთ. (ადგილობრივი დროით). მისამართი: 5629 Vineland Av, North Hollywood, CA, 91601. საკონსულო მიღებაზე ჩასაწერად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს გენერალურ საკონსულოს სან ფრანცისკოში: ტელ.: +14155283706 / ელ-ფოსტა: consulatesf@mfa.gov.ge