28 მარტიდან Air Baltic საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ლატვიის ავიაკომპანია AirBaltic 28 მარტს  რეისებს რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებით განაახლებს.

რიგა – თბილისი – რიგას საჰაერო ხაზზე რეისები თავდაპირველად კვირაში 2 სიხშირით შესრულდება.

მაისიდან რეისების რაოდენობა გაიზრდება და ფრენები ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს განხორციელდება.

საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვალს აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები