მიხეილ მესხმა ერასმუს მუნდუსის სრული დაფინანსება მოიპოვა

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის არაბული მიმართულების კურსდამთავრებულმა, მიხეილ მესხმა ერასმუს მუნდუსის სრული დაფინანსება მოიპოვა და 2021 წლის სექტემბრიდან სწავლას ერთიან სამაგისტრო პროგრამაზე NOHA Erasmus Mundus Joint Master’s Degree Programme in International Humanitarian Action განაგრძობს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიხეილ მესხი პირველ სემესტრს ვარშავას უნივერსიტეტში, მეორე სემესტრს ესპანეთში – დეუსტოს უნივერსიტეტში, მესამე სემესტრს კი პროგრამის ერთ – ერთ არაევროპულ უნივერსიტეტში გაატარებს, რის შემდეგაც ის ვარშავაში დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები