არქივის პირველი საქმე – შაქრისა და მარილის გადანახვის გამო დახვრეტილები

1921 წლის მარტში საქართველოს საგანგებო კომისიის (“ჩეკა”) პრეზიდიუმის ბრძანებულებით შეიქმნა სააღრიცხვო-საარქივო განყოფილება, რომელსაც დაევალა საგანგებო კომისიის მიერ გამოვლენილი ქვეყნის უამრავი „მტრისა“და „საშიში ელემენტის” შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალების თავმოყრა და შენახვა.
პირველი საქმე, რომელიც რეგისტრაციაში იქნა გატარებული, იყო სისხლის სამართლის საქმე, რაჟდენ მალაქიას ძე მირიანაშვილისა და სხვათა მიმართ. მათ ბრალად ედებოდათ საკვები პროდუქტის გადამალვა. შვიდი განსასჯელიდან სამს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მეორე დღესვე მოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები