გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოის ფაითინ ილინი” Big Ten-ის კონფერენციის ჩემპიონია.

გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოის ფაითინ ილინი” ამერიკის სტუდენტური ლიგის Big Ten-ის კონფერენციის ჩემპიონია. ეს არის NCAA-ის ერთ-ერთი წამყვანი კონფერენცია, რომელსაც ეროვნული რეიტინგის 25-ეულში 5 წარმომადგენელი ჰყავს – მიჩიგანი, ილინოისი, აიოვა, პერდიუ და ოჰაიო. ამაზე მეტი – 7 გუნდი რეიტინგის მოწინავეებში მხოლოდ კონფერენცია Big 12-ს ჰყავს.

ბეჟანიშვილისთვის კონფერენციის პლეი ოფში მოგებული 3 მატჩიდან საუკეთესო ფინალი იყო.

„ბეჟანიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. გიორგიმ მოედანზე 16 წუთი გაატარა და 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ძირითადი დროის ბოლო წუთზე გადაინაცვლა, როდესაც მე-5 პერსონალური მიიღო.“ – ნათქვამია კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციაში.

ბეჟანიშვილის გუნდს ახლა NCAA-ის ფინალური ტურნირი ელის, რომელსაც “მარტის სიგიჟეს” უწოდებენ და რომელშიც სრულიად სტუდენტური ლიგის 64 საუკეთესო გუნდი ასპარეზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები