“კალიასავით რომ მოუსიეთ ჩვენ ტურფა საქართველოს ბრბო გასანადგურებლად, შეგრჩებათ თუ არა” – ანასტასია თუმანიშვილის წერილი 

ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელისაქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების შედეგებს წერილით აღწერს:

„ძველო ნაცნობო ფილიპე!

ამას წინეთ მწერალთა კავშირის კრებაზე შალვა ელიავამ აღნიშნა, რომ ,,ბალშევიკები” დიდ მნიშვნელობას აძლევენ კულტურას და ყველგან შეაქვთ კულტურა. ამის მაგალითი უსათუოთიქნება ერივანი და ბაქო. მაგრამ ამგვარი ლათაიებით ვერ დააჯერებთ ჩემისთანა მოხუცებულს.

ამბობენ, გარშემო ბევრი ჯაშუშები ტრიალებენ და პირში წყალი ჩაიგუბეთ, მე კი ვშიშობ წყალმა არ დამახრჩოს და სჯობია დამსაჯოთ. სარჩო საბადებელი აღარა მაქვს, გარდა ქართული წიგნებისა, რომელიც ამისთანა საერთო შიმშილობის დროს არავისთვის საჭირო არ არი და თქვენი ხელით ჩემი სიკვდილი კი მატიანეში იქნება ორიოდ სიტყვით იყოს აღნიშნული და მე ამითი სულით დაკმაყოფილებული ვიქნები.

ხალხის ბრბო, რომელიც ვერ მოაწყობს თავის ოჯახის საქმეს და ცეცხლითა და მახვილით დევნის ინტელიგენციას, რა კულტურის შემოღება შეუძლია! კალიასავით რომ მოუსიეთ ჩვენ ტურფა საქართველოს ბრბო გასანადგურებლად, შეგრჩებათ თუ არა – ამის მნახველი, რასაკვირველია, მე ვერ ვესწრები და მომავალი ქართველობა კი დააფასებს.“

წერილი 1921 წლის 10 მარტით თარიღდება.

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები