მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა, სანდრო ბაზაძემ, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სანდრომ საერთაშორისო ტურნირზე პოლონეთის, რუსეთისა (ორ) და იტალიის წარმომადგენლებს სძლია და ნახევარფინალში ოთხ საუკეთესო მოფარიკავეს შორის მოხვდა.
ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში, ქართველი მოფარიკავე, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, უნგრელ აარონ სილაგისთან დამარცხდა და საბოლოოდ, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ამ შედეგით, სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის დამატებითი სალიცენზიო ქულები მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენი ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზეა.