ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ITB Berlin-ზე პრეზენტაცია გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „ITB Berlin“-ის 4-დღიან გამოფენაში მონაწილეობს. პანდემიის გამო გამოფენა წელს ონლაინ ფორმატში იმართება. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი.

„ITB Berlin“-ის ვირტუალურ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 39 კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციასთან ერთან მონაწილეობს. საქართველო გამოფენაზე სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით არის წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო კომპანიების, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გამართა. სადაც საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმი, სამთო კურორტები, კულინარია, ღვინო, ტრადიციები იყო წარმოდგენილი. პრეზენტაციის ფარგლებში გამოფენის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ახალ რეგულაციებს და პირობებს, რომლის დაცვაც მოგზაურებს საქართველოში სტუმრობისას მოუწევთ.

2023 წელს საქართველო ITB ბერლინის გამოფენაზე უკვე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომა ექნება, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ არის ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები