დიასპორული ორგანიზაცია “თვისტომი” ფილადელფიაში მცხოვრებ ემიგრანტებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს სთავაზობს
ქართული დიასპორული ორგანიზაცია “თვისტომის” სამედიცინო ჯგუფი, შაბათს, 20 მარტს, ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში ატარებს სამედიცინო გამოკვლევებს – “სკრინინგს” მათთვის, ვისაც სამედიცინო დაზღვევა არ აქვს.
„სკრინინგი“ მოიცავს ფარისებური ჯირკვლის, საძილე არტერიების, მუცლის აორტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის,ელენთის, პანკრეასის, თირკმელების, შარდის ბუშტის,საკვერცხეებისა და საშვილოსნოს, — პროსტატის ჯირკვლის და ასევე გულის ულტრაბგერულ დათვალიერებას.
ადგილზე გაკეთდება კარდიოგრამა და სისხლისა და შარდის გაფართოებული ანალიზები.
გამოკვლევების პასუხებზე დაყრდნობით ემიგრანტებს სურვილისამებრ ჩაუტარდებათ კონსულტაცია ამერიკაში ლიცენზირებულ ქართველ თერაპევტთან და დაენიშნებათ სათანადო მკურნალობა.
დაინტერესების შემთხვევაში, ქართველ ეიგრანტებს საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირება შეუძლიათ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
888 232 8855
917 283 7449