წამყვანი იაპონური გაზეთი ქართული სამზარეულოს შესახებ წერს 

წამყვანი იაპონური გაზეთი, „Mainichi Shimbun“ იაპონიაში ქართული სამზარეულოს პოპულარობის შესახებ წერს. სტატია აღწერს საელჩოს ხელმძღვანელის, თეიმურაზ ლეჟავას და მისი მეგობრის,  იპპეი ნარაჰარას ამბავს, რომელთა ურთიერთობა საფუძვლად დაედო ნარაჰარასკომპანიის მიერ შქმერულის ნახევარფაბრიკატის შექმნასა და იაპონურ სუპერმარკეტებში გავრცელებას.

შქმერული იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს – მიმდინარე წელს ის ჯერ “იაპონიის ჰიტად ქცეული პროდუქტების” რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა, ხოლო შემდეგ იაპონიის სწრაფი კვების ქსელის, “მაცუიას” მიერ გამართულ ონლაინ “არჩევნებში” 47,711 ხმით  გაიმარჯვა. შედეგად, შქმერული კიდევ რამდენიმე თვით “მაცუიას” 1000-მდე ფილიალის მენიუში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები