უკრაინელი ფოტოგრაფების თვალით დანახული საქართველო – ოდესაში ფოტოგამოფენა გაიხსნა
2021 წლის 4 მარტს, ქალაქ ოდესაში არსებულ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “ივერიაში” გაიხსნა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „50 відтінків Грузії“.
გამოფენაზე, რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “ივერიას” ორგანიზებით და ქალაქ ოდესაში საქართველოს საკონსულოს მხარადაჭერით გაიხსნა, წარმოდგენლია იმ უკრაინელი ფოტოგრაფების 50 ნამუშევარი, რომლებიც საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის მიწვევით იმყოფებოდნენ საქართველოში და მონაწილეობა მიიღეს ფოტო-ტურებში „Грузія очима українських фотографів“.
გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-კონსულმა შოთა დოლიძემ, ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „ივერიას“ ხელმძღვანელმა შორენა გეგეშიძემ და ფოტონამუშევრების ავტორებმა – ოლეგ კუციიმ, ალექსანდრ სინელნიკოვმა და ოლეგ ნედვიგამ.
ღონისძიების სტუმრებს უკრაინელმა ფოტოგრაფებმა მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი ფოტონამუშევრების შექმნის თაობაზე და გაუზიარეს საქართველოსა და ქართულ კულტურასთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები.
გამოფენის მონაწილეთა შორის იყვნენ ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მათი უკრაინელი მეგობრები.