ახალ ზელანდიაში ცუნამია მოსალოდნელი – საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს 

ახალი ზელანდიის სიახლოვეს მომხდარი 8.1 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის გამო, ქვეყნის კრიზისების მართვის უწყების მიერ გაცემულ იქნა გაფრთხილება ახალი ზელანდიის სანაპიროებზე ცუნამის საშიშროებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საელჩო ავსტრალიაში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ჩრდილოეთ კუნძულის დასავლეთ სანაპიროებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ დაბლობი და გაერიდონ ცუნამის პოტენციურ ზონებს.

ცუნამის გაფრთხილება არის გაცემულია ქალაქ ოკლენდის სანაპიროებზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მასშტაბით ევაკუაცია ამ დროისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს, წყლის შესაძლო ძლიერი და არაპროგნოზირებადი დინებების გამო, სანაპიროებსა და ნავსადგურებზე მოქალაქეების ყოფნა არ არის რეკომენდირებული.

ახალი ზელანდიის კრიზისების მართვის უწყების რეკომენდაციით:

ცუნამის საშიშროებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცის მიღების მიზნით, თვალყური ადევნეთ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებს (რადიო/ტელევიზია/სოციალური მედია);

თვალყური ადევნეთ ეროვნული თავდაცვის უწყების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს;

თავი აარიდეთ წყალთან (ზღვა, მდინარეები) მიახლოებას;

არ მიუახლოვდეთ სანაპიროებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები