“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” – ქართულმა ფილმმა ფიპრესის ჯილდო მოიპოვა 

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ონლაინ დაჯილდოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციამ მათი ჯილდოები გასცა. მთავარ კონკურსში ფიპრესის ჯილდო წილად ხვდა ალექსანდრე კობერიძის ფილმს – “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ”.

ვულოცავთ ფილმის მთელს გადამღებ ჯგუფს და ველით ბერლინალეს ონლაინ დაჯილდოვების პრეზენტაცია

ფიპრესი“ კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციაა, რომელიც 1930 წელს ბრიუსელში დაარსდა. ორგანიზაცია თავის მიერ დაწესებულ პრიზებს მსოფლიოს 80 კინოფესტივალზე გადასცემს.

“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები