„სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ…” – 3 მარტი დედის დღეა

„სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან.“ – გოდერძი ჩოხელი.

დედის დღე საქართველოში 1991 წელს დაარსდა. ეს  ქვეყნის  პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მოხდა. ამ ახალი დღესასწაულით  სურდათ, რომ ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი ჩაენაცვლებინათ, თუმცა, საბოლოოდ,  საქართველოში დღეს ქალებს და დედებს  ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი და ორივე არასამუშაო  დღედ არის გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.