“ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამემამულეებზე”- „ტელესკოლის“ გაკვეთილები უცხოეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის
საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, „ტელესკოლის“ პედაგოგებმა ქართული ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების გაკვეთილები უცხოეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის ჩაატარეს. ონლაინ შეხვედრას გია მურღულია და ანი გოგორიშვილი უძღვებოდნენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, საქართველოს ისტორიისა და სახვითი ხელოვნების ონლაინ გაკვეთილები, დუბლინის ქართული საკვირაო სკოლა “ლამპარის” მოსწავლეებთან 7 მარტსაც ჩატარდება.
“ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამემამულეებზე”- ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პირველი არხი ტელესკოლა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირლანდიაში საქართველოს საელჩო და დუბლინის ქართული საკვირაო სკოლა “ლამპარი”.