ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ჩასვლის მსურველთა საყურადღებოდ

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს რეკომენდაციითა და აქტიური ჩართულობით ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამიერიდან, შესაძლებელი იქნება  სისტემაში თურქეთის რესპუბლიკაში ჩასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა ხელახალი რეგისტრაცია.

პირებს, რომელთაც ერთხელ უკვე ისარგებლეს მოწვევის წერილის საფუძველზე, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, შეეძლებათ, კვლავ გაიარონ ავტორიზაცია ხსენებული სააგენტოს ვებ-გვერდზე პირადი მონაცემების გამოყენებით და ხელახლა ატვირთონ განაცხადი.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია 2021 წელს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მოწვევის წერილისა და ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანის წარდგენა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

  1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
  2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები