თუშური “მარტოსული ხის” ისტორია
ამბავს ალვის ხეზე, რომელიც თუშეთი სულ მარტო დგას და ამიტომ მარტოსულსაც ეძახიან, სოციალურ ქსელში მომხმარებელი შორენა მარსაგიშვილი წერს.
“თუშეთში სულ რამდენიმე ალვის ხე დგას, ერთი შენაქოშია. მარტოსულ ხეს ძალიან ლამაზი ისტორია აქვს. თუშები, მოგეხსენებათ, მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, ზამთარში კახეთში ჩადიან და გაზახულზე ადიან მთაში.
მრავალი ათეული წლის წინ იაურიძე თედიაც გაზაფხულზე ავიდა თუშეთში. ცხვარი მიჰყავდა და გზაზე ალვის ხისთვის მოუტეხია ტოტი, ჯოხად გამონადგებაო. თუშეთში რომ ავიდა, ჯერ ზამთრის საცხოვრებელი ნახა. (თუშებს ორი საცხოვრებელი აქვთ, საზაფხულო და საზამთრო. ზამთრის საცხოვრი მზიან ადგილზეა და მას თუშები ბოსელს ეძახიან).
ბოსელი გააღო თედიამდა ნაზამთრალი სახლის მოწესრიგება დაიწყო. ალვის ხის ტოტი ეზოში ჩაარჭო. საქმეში გართულ კაცს ჯოხი არ გახსენებია. რამდენიმე დღის შემდეგ ეზოს დასუფთაცებაც დაიწყო და ნახა რომ ჯოხს კვირტები ჰქონდა გამოსული. გაკვირტულ ჯოხს როგორ გადააგდებდა. გარშემო შემოუბარადა მიწა მიაყარა.
დღეს თედიას ბოსლიდან არაფერია შემორჩენილი. სამაგიეროდ, ალვის ხეა ისევ ცოცხალი. თუშები როგორც ამბობენ, ხე უკვე ორი საუკუნის იქნება.
(მარტოსული ალვის ამბავი დათო ბუქვაიძისამ ფოტომ გამახსენა. წკებისწინ მანვე მიამბო ეს ისტორია)”- წერს შორენა მარსაგიშვილი.