ბახმაროს ზამთრის ზღაპარი შერმაზანას ეკუთვნის, ფოტოგრაფს რომელიც ხშირად გვანებივრებს წარმოუდგენლად ლამაზი პეიზაჟებით და ჩვენი ქვეყნის სულ სხვა, იდუმალ სილამაზეს გვაჩვენებს. ამჯერად ეს არის ფოტოამბავი გურიის მაღალმთიანეთზე , სადაც დამამტვრეველ ყინვას მზის სხივები ამტვრევენ, სადაც ბუნება ერთ მუსიკად აერთიანებს სამ მელოდიას და სადაც ეკლესიის გარეთაც “ბევრი” ღმერთია.
ზღაპრების გჯერათ?
კიდევ ერთხელ გეკითხებით. ზღაპრების გჯერათ?
სვანი კაციც კი გაკვირვებული იყო გურიის სილამაზით
უცხოებს, რომ დაამეგობრებს ეს ის ადგილი და ეს ის მომენტია
ამბობენ, თავის დროზე ელფებმა გააშენეს აქ სოფელიო
სამყაროს გამყოფი. თქვენ რომელ მხარეს ხართ?
ბახმაროში მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა კონკურენტები ყოფილან
აქ ეკლესიის გარეთაც “ბევრი” ღმერთია
ფოსტის შენობა
გაყინული დილის ბახმარო დრონიდან
სიზმრის ახსნა თუ ვინმემ იცით, დაწერეთ
ნახევარქათამა
ტელეფონმა მთხოვა, შანსი მეც მომეციო და
ესეც ხომ ლამაზია და
როცა გკითხავენ, სად გინდა სახლიო და ამ ფოტოთი აუხსნი
ყველა გავივლით ამ გზას
თუ გიყვარს, დაურეკე…
აუცილებლად #აღმოაჩინეისრაცშენია
ბახმაროს სილამაზე ნახა და კოსმოსში გაფრენის ამბიცია გაუჩნდა
ამ ფოტოს მეც დიდხანს ვუყურე.
მოლაპარაკე სახლი ოთხი თვალით
დამინახა თუ არა, შენც როგორ გაჭაღარავებულხარო
შემოღობა, ცოტა ნიავს დაიჭერსო
თვალი გავახილე და ფარდა გაწეულ ფანჯარაშიც კი შემოჟონა ბახმაროს სილამაზემ
დამამტვრეველი სიცივე მზის სხივებმა იქეთ დაამტვრია
ბახმაროს მთვარის გარეშე ვერ წამოვიდოდი
სამი მელოდია ერთ მუსიკაში
იმედია, მოგეწონათ ჩემი ბახმაროს ზღაპარი.
კომენტარები კომენტარი