ქართველი კომპოზიტორების მუსიკალური გამოცემები ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკას გადაეცა
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საელჩომ ბიბლიოთეკის მუსიკალურ განყოფილებას მე -20 საუკუნის ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე კომპოზიტორების მუსიკალური გამოცემები გადასცა.
„მოხარულები ვართ, რომ ისეთი ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები, როგორებიც არიან სულხან ნასიძე, ვაჟა აზარაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე და სხვები, წარმოდგენილი იქნება ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში.“ – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.