მეტი ზრუნვა მობინადრეებზე – „მეტი დეველოპმენტი“ სამი წლისაა

ყველაფერი დაიწყო სიყვარულის შენებით  – მობინადრეები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდნენ საკუთარ ბინებს, დღეს მიზანთან ძალიან ახლოს არიან. სულ რაღაც 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ბაზარზე ახლად გამოჩენილმა კომპანიამ ბიზნესისთვის უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და სამშენებლო სექტორის აუთვისებელი მიმართულებით დაიწყო მუშაობა. ეს, ერთი შეხედვით, უცნაური გადაწყვეტილება სასარგებლო აღმოჩნდა დაუსრულებელი ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახებისთვის, ხოლო „მეტი დეველოპმენტი„ ჩამოყალიბდა კომპანიად, რომელიც ყველაზე პრობლემურ სიტუაციებს აგვარებს და საკუთარ ბინებს გადასცემს იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია, უშედეგოდ ელიან კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს. მიუხედავად იმისა, რომ „მეტი დეველოპმენტმა“ სხვა ტიპის პროექტების განხორციელებაც შეძლო, სწორედ დაუსრულებელი მშენებლობების დასრულება იქცა მის მთავარ ნიშად, რომლის შესახებაც კომპანიაში დღეს სიამაყით საუბრობენ.

რა შედეგს მიაღწიამეტი დეველოპმენტმაამ 3 წლის განმავლობაში, რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი და რა მიაჩნიათ კომპანიაში მათ მთავარ გამოწვევად? „ქართული კვირისკითხვებსმეტი დეველოპმენტისდირექტორის მოადგილე შოთა ანდრიაძე პასუხობს.

რა შეგიძლიათ გვითხრათ კომპანიაზე დაარსებიდან 3 წლის შემდეგ? რას წარმოადგენს დღესმეტი დეველოპმენტი“?

-მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია ასაკით პატარაა, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ამ სულისკვეთებით აგრძელებს გზას. ყველგან, სადაც შევდივართ, ვცდილობთ, რომ იქაურობას „მეტი დეველოპმენტის“ ხელი დავატყოთ – ვიზრუნოთ არამხოლოდ შენობაზე და მისი ფასადის ორიგინალურობაზე, არამედ უკეთესობისკენ შევცვალოთ გარემო და გავაუმჯობესოთ ეკოლოგია.

თუკი ადრე კომპანია 10 თანამშრომლისგან შედგებოდა, დღეს მის რიგებში უკვე 70-ზე მეტი თანამშრომელია. ის საქმე, რომელსაც ხელი მოვკიდეთ, იმედიანი აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის, გაიზარდა მათი ნდობაც ჩვენ მიმართ და მოთხოვნაც ჩვენს საქმეზე. შესაბამისად, საჭირო გახდა გაცილებით მეტი ადამიანი, რომელიც არსებულ თუ პოტენციურ მობინადრეებს მოემსახურება. მეტი წარმატებული თანამშრომლისა და განვითარებაზე ორიენტირებული მეტი კადრის არსებობაც „მეტის“ კონცეფციის ნაწილი და კომპანიის მიერ აღებული ერთ-ერთი პასუხისმგებლობაა.

რა იყო ის ძირითადი შედეგი, რომელსაც კომპანიამ თავისი არსებობის მანძილზე მიაღწია? რა შეძლო მეტი დეველოპმენტმა 3 წელიწადში?

-მოგეხსენებათ, თუ რამხელა იმედგაცრუება ახლავს თან შეჩერებულ მშენებლობებს. დაზარალებულ მობინადრეებს, ინვესტორის მიმართ ყოველგვარი ნდობა დაკარგული აქვთ. ჩვენი მთავარი შედეგი სწორედ ამ ნდობის დაბრუნება იყო. ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა, თუმცა ადამიანები დარწმუნდნენ, რომ უახლოეს მომავალში მათ თავიანთი ბინები ექნებათ, რომლებზეც ადრე მხოლოდ წარსულ დროში შეეძლოთ საუბარი. დღეს ისინი თავად ხედავენ სამშენებლო პროცესს, რომელიც დასასრულს უახლოვდება.

თქვენეკოსითი კრწანისისმიმდინარე პროექტზე საუბრობთ, რომელიც მალე დასრულდება და 259 დაზარალებულ ოჯახს დააკმაყოფილებს. პარალელურად, მიმდინარეობსეკოსითი სამგორისმშენებლობაც, სადაც 1-ელი ბლოკი სრულდება, მე-2 დაწყებულია, მე-3 კი, დამუშავების პროცესშია. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენ მიერ განხორციელებულ, დასრულებულ პროექტებზე, სადაც მობინადრეები უკვე ცხოვრობენ?

-„მეტი დეველოპმენტმა“ დაასრულა შეჩერებული მშენებლობა ყიფშიძის N34-ში, რომელიც, კრწანისის შემთხვევის მსგავსად, „ცენტრ-პონტის“ ობიექტი იყო, სადაც უკვე 92 ოჯახი ცხოვრობს. 140-მა ოჯახმა მიიღო საკუთარი საცხოვრებელი ბინა თევდორე მღვდლის N51-ში. 12 ოჯახი დაკმაყოფილდა სოლოლაკში, ოქროყანის აღმართზე ჩვენ მიერ დასრულებული მშენებლობის შედეგად. „მეტი დეველოპმენტმა“ ააშენა საცხოვრებელი კორპუსი შარტავას N18-შიც. უკვე დავასრულეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი საირმის ქუჩის 25-სა და კერძო საცხოვრებელი სახლები კაკლებში. მალე დასრულდება მშენებლობა შარტავას N31-ში, სადაც 60 ოჯახი დაკმაყოფილდება.

რა არისმეტი დეველოპმენტისმთავარი ღირებულება?

–ჩვენი ამოსავალი წერტილი ჩვენს მობინადრეებზე, ჩვენს თანამშრომლებსა და „მეტი დეველოპმენტთან“ დაკავშირებულ ნებისმიერ ადამიანზე ზრუნვაა. სწორედ ეს ზრუნვა და მეტი პასუხისმგებლობაა „მეტი დეველოპმენტის“ მთავარი ღირებულება. ამ სურვილის რეალიზებას კი ყოველდღიურად ვცდილობთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენი საქმე ადამიანებისთვის სიკეთის შექმნას უნდა ემსახურებოდეს.

რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ გამოწვევად?

-მთავარი გამოწვევა პრობლემური სიტუაციების მოგვარება და საქმის ბოლომდე მიყვანაა. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესს პრობლემად აღარ აღვიქვამთ, რადგან ჩვენი საქმე სწორედ ესაა. გვინდა, რომ ჩვენი ხელშეწყობით თუ სხვა კომპანიების ჩართულობით, აღარ არსებობდეს ადამიანი, რომელიც კუთვნილ საცხოვრებელ ბინას ელოდება. გვინდა, რომ ყველა მათგანს ეს სურვილი მაქსიმალურად დავუკმაყოფილოთ და რაც შეიძლება, სწრაფად. ეს არის ჩვენი მიზანიც და გამოწვევაც – გავუჩინოთ ადამიანებს მომავლის იმედი.

სამომავლო გეგმები და კონკრეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც აპირებთ

-დაგეგმილი და გადაწყვეტილი გვაქვს „ეკოსითი დიღმისა“ და „ეკოსითი ვაშლიჯვრის“ პროექტები. „ეკოსითი დიღომს“ უახლოეს დღეებში ვიწყებთ. გარდა ამისა, მუშავდება რამდენიმე პროექტი, რომელთა შორის შეჩერებული ობიექტებიც არის, სადაც დაზარალებული ოჯახები თავიანთ ბინებს ელოდებიან.

ზოგადად, „ეკოსითი“ „მეტი დეველოპმენტის“, ასევე ვთქვათ, ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, რადგან მისი კონცეფცია გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე სტანდარტული ინფრასტრუქტურული პროექტის. რა განასხვავებსეკოსითისყველა სხვა პროექტისგან?

-„ეკოსითის“ ტერმინი მეტ სიმწვანეს, ეკოლიგიასა და სუფთა ჰაერს გულისხმობს. მაგალითად, კრწანისი არის უბანი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ჰაერით გამოირჩევა, განსაკუთრებით, ის ლოკაცია, სადაც ჩვენი კომპლექსი მდებარეობს.

ახლახან „ეკოსითი დიღმის“ ტერიტორიაზე კვლევა ჩავატარეთ და იქ არსებული ხეები შევისწავლეთ, რათა ვიცოდეთ, თუ რომელ სახეობას როგორი მოვლა სჭირდება, რადგან ეს მცენარეები ჩვენი ოჯახის წევრები გახდებიან. კრწანისის, დიღმის, სამგორის ან ნებისმიერი სხვა „ეკოსითი“, რომელსაც მომავალში ავაშენებთ, პირველ რიგში, სწორედ ეკოლოგიით იქნება ყველასგან გამორჩეული. გვინდა, რომ „ეკოსითიში“ ადამიანებმა „მეტი“ სუფთა ჰაერი ისუნთქონ. ეს გახლავთ „ეკოსითის“ პრიორიტეტი და სწორედ ამიტომ, ობიექტების შერჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკოლოგიური მდგომარეობაა, შემდეგ უკვე ვიწყებთ გარემოს შესწავლას და მის გამწვანებაზე ზრუნვას.

კომპანიის დაარსების დღიდან 3 წლის თავზე რას ეტყოდით თქვენს ამჟამინდელ და პოტენციურ მობინადრეებს?

-პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი – ნდობისთვის. ჩვენი მიზანი თითოეულ მათგანზე ზრუნვა და მათი მოლოდინების 100%-ით გამართლებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები