“Izumi Hall”-ში გიორგი ბაბუაძის ამომავალი მზის ვერცხლის სხივების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ქ. ოსაკის ცნობილ საკონცერტო დარბაზში, “Izumi Hall”-ში, კანსაის ფილარმონიული ორკესტრის ქართველი კონცერტმაისტერისა და დირიჟორის,  ბატონი გიორგი ბაბუაძის  ამომავალი მზის ვერცხლის სხივების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

კონცერტის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თეიმურაზ ლეჟავამ მიმართა.

გიორგი ბაბუაძემ  თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა 1980 წელს, ხოლო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1985 წელს. 1996 წლიდან იგი იაპონიაში მოღვაწეობს. არის იაპონიის ქ. ოსაკას სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი; 2001 წლიდან Kansai Philarmonic Orchestra-ს კონცერტმაისტერი; 2001 წლიდან ქ. ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის ვიოლინოს კლასის პედაგოგი;

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.