„ოკუპაცია 100 წლის შემდეგ“
25 თებერვალს 19:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ონლაინგამოფენა და პანელური დისკუსია „ოკუპაცია – 100 წლის შემდეგ“.
პანელურ დისკუსიას გაუძღვებიან:
შორენა მურუსიძე – ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრანტული მთავრობის ისტორიის მკვლევარი
მანუჩარ გუნცაძე – ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის მკვლევარი
დიმიტრი სილაქაძე – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო საკითხების მკვლევარი, ეროვნული არქივის მეცნიერი;
ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.