„მიტოვებული სოფელი“ პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე

პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში ქართველი რეჟისორი მარიამ კაპანაძე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმით „მიტოვებული სოფელი“ მონაწილეობს.

Paris International Animation Film Festival (PIAFF) მოკლემეტრაჟიანი მულტფილმების საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც განსაკუთრებით ახალბედა შემოქმედებს ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ამავე თვეში ფილმის ჩვენება იაპონიაში „იებისუს“ ხელოვნებისა და ალტერნატიული ხედვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებშიც გაიმართება.

“მიტოვებული სოფელი” პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც მას გადაეცა იაპონიის საგარაო საქმეთა სამინისტროს ჯილდო.

“მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და “ქართული ფილმი-აფხაზეთი”-ს ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები