საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა გამართა კორეაში მყოფ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე დამსწრე თანამემამულეებს საქართველოს ელჩმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოვიდ-19 პანდემიასთან მიმართებით, როგორც საქართველოს მთავრობის მიერ განახლებულ რეგულაციებზე, ასევე კორეის ხელისუფლების მიერ შემოღებულ რეკომენდაციებზე.

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბოლო დროს საქართველოსა და კორეას რესპუბლიკას შორის განვითარებულ ურთიერთობებზე, აგრეთვე, ადგილსამყოფელი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში საჯარო ლექციების გამართვის შესაძლებლობასა და სახალხო დიპლომატიის პროექტებში საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კორეაში მყოფ თანამოქალაქეებთან შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.