,,წერისას მუზა მხატვრობაა, ხატვისას კი ლექსები“ – მხატვრობით გაფერადებული ცხოვრება და წიგნი, რომელიც ყველა ქალს ეძღვნება

ელენე ლოლაძე მესამე წელია საფრანგეთში ცხოვრობს, პროფესიით იურისტია. ხელოვნება კი პატარაობიდან უყვარს. წერაც ბავშვობაში დაიწყო. წერდა ლექსებს, ზღაპრებს, მოთხრობებს… დიდი ხნის მანძილზე არავის აკითხებდა. მათ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ქმნიდა. ხატვა კი, 3 წლის წინ დაიწყო და მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც თვითონ ამბობს, სხვადასხვა თემაზე შექმნილი ნამუშევრები აფერადებენ მთელ მის ცხოვრებას. ამ გატაცებამ ამოავსო უდიდესი სიცარიელე და მისცა მომავლის სტიმული. მუშაობს წიგნზე, რომელიც ყველა ქალს ეძღვნება. აპირებს საქართველოში გამოსცეს.

,,თვითნასწავლი ვარ, მოყვარულ მხატვარსაც კი ვერ დავარქმევ ჩემს თავს, თუმცა მთავარი ის არის, რომ გულწრფელია ყველა ნამუშევარი და ჩემი გულის გამოძახილს წარმოადგენს. წერისას მუზა ხშირად მხატვრობაა, ხატვისას კი ჩემი ნაწერები“- ამბობს ინტერვიუში.

გაიცანით ქართველი ემიგრანტი ორლეანიდან ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.