საქართვლოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში ქართველ სტუდენტებს შეხვდა 

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში საქართველოსა და ბრიტანეთის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით სწავლობენ.

სტუდენტებს საქართველოს ელჩი საგანმანათლებლო სფეროში საელჩოს საქმიანობის თაობაზე ესაუბრა და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, მხარი დაუჭიროს მათ მეტ ჩართულობას ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

შეხვედრის მონაწილე სტუდენტებმა, თავის მხრივ, ისაუბრეს თავიანთ სამომავლო გეგმებზე და გამოთქვეს მზადყოფნა, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოს საელჩოსთან დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.