გრანდსლემზე ძიუდოისტებმა პირველ დღეს ორი მედალი მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ძიუდოს გრანდსლემის (TEL AVIV GRAND SLAM 2021) პირველ საჭიდაო დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა.

მამაკაცთა შორის 60კგ-მდე წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედლის მოიპოვა, ხოლო დღეს ქალ ძიუდოისტთა შორის წარმატებულად იასპარეზა ეთერ ლიპარტელიანმაც (-57კგ) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში ეს გრან სლემზე მოპოვებული პირველი მედალია.

„გრანდსლემზე“ დღეს მედლისთვის ოთხი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს: ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ლუკა მაისურაძე და ვლადიმერ ახალკაცი. ასპარეზობა თბილისის დროით 12:30 დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.