“თუკი ლოცულობ და ეშმაკი გეწვია, ეშმაკიც აიძულე, რომ ილოცოს” – გურჯიევის წერილი ქალიშვილისადმი
გიორგი გურჯიევის წერილი ქალიშვილისადმი:
“როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ადამიანი:
მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართე.
გააცნობიერე შენი ნებისმიერი ფიქრი, გრძნობა, სურვილი და ქმედება.
რასაც დაიწყებ, ყოველთვის დაამთავრე.
რასაც აკეთებ, გააკეთე საუკეთესოდ.
არავითარ შემთხვევაში არ გახდე დამოკიდებული იმაზე, ვისაც შენი განადგურება შეუძლია.
სულგრძელობა მოწმეების გარეშე გამოიჩინე.
ყოველ ადამიანს ისე მოექეცი, როგორც უახლოეს ნათესავს.
შენი დასვრილი, შენვე მოწმინდე.
ისწავლე მიღება და ნებისმიერი საჩუქრისთვის იყავი მადლიერი.
უარი თქვი ყველა თავდაცვით მექანიზმზე.
არ მოიტყუო, არ მოიპარო და თუ მაინც ამას გააკეთებ, იცოდე, რომ საკუთარ თავს ატყუებ, საკუთარ თავს პარავ.
ისე დაეხმარე ახლობლებს, რომ შენზე დამოკიდებულები არ გახდნენ.
ნუ დაიკავებ ძალიან დიდ სივრცეს.
ნუ იხმაურებ და ზედმეტ ჟესტიკულაციასაც მოერიდე.
თუკი ჯერ კიდევ არა გაქვს რწმენა, გააკეთე ამის იმიტაცია.
იოლად ნუ მოიხიბლები ძლიერი პიროვნებებით.
ნუ დაეპატრონები ნურაფერს და ნურავის.
გაანაწილე თანაბრად.
არ ცდუნდე.
ზუსტად იმდენი იძინე და ჭამე, რამდენიც გჭირდება.
არ ილაპარაკო პირად პრობლემებზე.
არ განსაჯო და არ გაარჩიო, სანამ ფაქტების უმრავლესობა არ გეცოდინება.
ნუ შექმნი უსარგებლო მეგობრულ კავშირებს.
არ აჰყვე საერთო ტენდენციას.
არ გაყიდო საკუთარი თავი.
პატივი ეცი ნებისმიერ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერე.
იყავი პუნქტუალური.
ნუ შეგშურდება სხვისი ქონება და მიღწევები.
თქვი მხოლოდ ის, რაც საჭიროა.
არასოდეს იფიქრო იმ სარგებელზე, რომელიც შენმა ქმედებებმა შეიძლება მოგიტანოს.
არ დაიქადნო.
შეასრულე დანაპირები.
როდესაც კამათობ, თავი მოწინააღმდეგის ადგილას წარმოიდგინე.
აღიარე, როცა ვინმე გაჯობებს.
დაამარცხე შიშები.
დაეხმარე სხვებს, რომ დაეხმარონ საკუთარ თავს.
დაამარცხე ზიზღი და სიძულვილი და ეცადე იმათ დაუახლოვდე, ვისზეც უარის თქმა გსურს.
აქციე სიამაყე კეთილშობილებად, სიბრაზე – შემოქმედებად, სიხარბე – სილამაზის პატივისცემად.
გარდაქმენი შური აღტაცებად, სიძულვილი – თანაგრძნობად.
ნურც აქებ და ნურც აძაგებ საკუთარ თავს.
ისე მოუფრთხილდი იმას, რაც არ გეკუთვნის, თითქოს შენი იყოს.
არ შეიცოდო საკუთარი თავი.
განივითარე წარმოსახვა.
არ გასცე ბრძანება, დამორჩილების სიამოვნებისთვის.
ყველას გადაუხადე იმ სამსახურისთვის, რასაც გიწევენ.
ნუ მოახდენ შენი იდეებისა და შრომის პროპაგანდას.
არ ეცადო, სხვებში გააღვიძო შენ მიმართ ისეთი გრძნობები, როგორიცაა: სიბრალული, თანაგრძნობა, აღტაცება, თანამზრახველობა.
ნუ ეცდები წარმოჩინდე შენი გარეგნობით.
არ შეეწინააღმდეგო, უბრალოდ გაჩუმდი.
არ აიღო სესხად, თუ რაიმეს ყიდულობ, მაშინვე გადაიხადე.
თუკი საჯაროდ შეურაცხყოფ, საჯაროდვე მოიბოდიშე.
თუკი აღმოაჩენ, რომ არასწორად თქვი რამე, სიამაყის გამო იმავეს ნუ გაიმეორებ.
ნუ დადგები შენი ძველი იდეების სადარაჯოზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც საქვეყნოდ გაქვთ გაცხადებული მათ შესახებ.
არ შეინახო უსარგებლო ნივთები.
ნუ გაიფორმებ თავს სხვისი იდეებით.
ნუ გადაიღებ ფოტოებს ცნობილ ადამიანებთან.
იყავი საკუთარი თავის მსაჯული.
ნურასოდეს განსაზღვრავ საკუთარ თავს იმის მიხედვით, თუ რას ფლობ.
დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერი შენია.
თუკი ლოცულობ და ეშმაკი გეწვია, ეშმაკიც აიძულე, რომ ილოცოს.”