მინდია ენდელაძე თურქეთის ტურნირის გამარჯვებული გახდა

თურქეთში, ქალაქ სტამბულში, ახალციხელმა სპორტსმენმა მინდია ენდელაძემ წარმატებით იასპარეზა და მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა 400 მეტრზე რბენაში.

შეჯიბრში 30 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის საქართველოდან მხოლოდ მინდია ენდელაძე იყო.

დისტანცია ენდელაძემ 47,26 წამში დაფარა და საქართველოს რეკორდი დაამყარა დახურულ დარბაზებში.

ამ გამარჯვებით ენდელაძემ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელიც პოლონეთის ქალაქ ტორუნში 4–8 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.