ქართველი პიანისტების წარმატება კანადურ კონკურსზე

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტებმა სალომე მოდებაძემ და ანი ყიფიანმა კანადაში გამართულ საერთაშორისო მუსიკალური კონკურსზე მაყურებლის პრიზი მოიპოვეს და საუკეთესო ხუთეულში 2 ადგილი დაიკავეს.

თავდაპირველად კონკურსის ჟიურიმ 200 მონაწილეს შორის 20 ფინალისტი შეარჩია, მათ შორის იყო კიდევ ერთი ქართველი პიანისტი, თამთა მაღრაძე.

Canada International Piano Competition, რომელიც წელს 1-15 თებერვალს იმართებოდა, ყოველწლიურია და მიზნად ახალგაზრდა მუსიკოსების აღმოჩენასა და მათ კარიერულ განვითარებაში ხელშეწყობას ისახავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.