,,საქართველო, საცხოვრებლად საუკეთესო ადგილია“

დენიზ კალე საქართველოზე შეყვარებულთა რიგებშია. ის ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება და მოღვაწეობა გადაწყვიტა. დენიზი წარმოშობით თურქეთიდანაა,  სამშენებლო კომპანია ,,მეტი დეველოპმენტის“ ინჟინერი და კოორდინატორია. ქართულ საქმეში, საკუთარი წვლილი სიამოვნებით შეაქვს და ფიქრობს, რომ საქართველო მისი სამომავლო გეგმებისთვისაც საუკეთესო ადგილია. ეს მიზნები კი, ერთი იდეის გარშემო ერთიანდება და ის დენიზთან ერთად, ,,მეტი დეველოპმენტსაც“ უკავშირდება…

 – რა არის ,,მეტი დეველოპმენტის“ მეტი?

– ეს ნიშნავს საუკეთესოს. მეტი პატივისცემა საკუთარი თავისა და მომხმარებლის მიმართ, მაღალი ხარისხი, მომსახურება, ახალი ტექნოლოგია და  ინოვაციები… ჩვენ ვქმნით მეტ კომფორტსა და მეტ სიმწვანეს ყველა მობინადრის ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

– რას ჰპირდება ,,მეტი დეველოპმენტი“  მომხმარებელს?

– როგორც აღვნიშნე, ჩვენთვის მთავარი ხარისხია.  ის უნდა ჩანდეს ყველა დეტალსა და ნიუანსში… და ეს აუცილებლად ნიშნავს გულით შექმნილს. ,,მეტი დეველოპმენტის“  საცხოვრებელი კომპლექსები აშენებულია მომხმარებლის კომფორტისთვის, მორგებულია მის საჭიროებებზე. ზრუნვა ჩვენს მობინადრეებზე ყველა დეტალში აისახება. ჩვენი ბინების კედლები ინოვაციური სამშენებლო მასალებისგან შენდება. მაგალითად ფასადი – დამეთანხმებით, რომ შენობისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია. Hekimboard თანამედროვე, ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომელსაც ვიყენებთ ჩვენს ყველა მშენებლობაში. ტექნოლოგიას მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია: წარმოებულია ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან;  მისგან აგებული კედლები მსუბუქია, რაც აორმაგებს შენობის სეისმურ მდგრადობას; უზრუნველყოფს ხმის და ტემპერატურის იზოლაციას; მასზე ზემოქმედებას გარემო-პირობები ნაკლებად ახდენენ და სხვა მასალებთან შედარებით, ბევრად გამძლეა. ამ მასალას ირჩევენ მსოფლიოს წამყვანი დეველოპერები. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო ბლოკს, რის შედეგადაც ბინები არის სეისმურად მედეგი. ევრო სტანდარტების, ესპანური ბრენდის ეკოლოგიურად ჯანსაღი საღებავებით იღებება ჩვენი ფასადები, რაც ასევე მაღალი ხარისხით, მდგრადობით გამოირჩევა და წლების შემდეგაც ინარჩუნებს ახლის იერს.  კომფორტისა და სიმყუდროვისთვის, სართულებს შორის ხარისხიანი ხმისა და თბოიზოლაცია უმნიშვნელოვანესია, რაც ჩვენ რა თქმა უნდა არ გამოგვრჩენია.

 ,,მეტი დეველოპმენტის“ ენერგოეფექტური ბინები კომუნალური გადასახადების 60%-ის დაზოგვის საშუალებას იძლევა. ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ საქართველოში, რომლებმაც შემოვიტანეთ ახალი ტექნოლოგიები და აუცილებლად გავაგრძელებთ ამ გზას.

– რა არის თქვენთვის ,,მეტი“ და როგორც თანამშრომელმა, რატომ აირჩიეთ ის?

– 48 წლის ვარ, აქედან 28 წელია ინჟინრად ვმუშაობ. სად არ მიმუშავია (სხვადასხვა ქვეყანაში მომიწია საქმიანობა), მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველო საცხოვრებლად იდეალური ქვეყანაა. ,,მეტი დეველოპმენტში“ კი, თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. მას ჩემს ოჯახად აღვიქვამ.

– რას ქმნით ,,მეტი დეველოპმენტისთვის“?

– ჩვენ ერთი იდეა გვაერთიანებს და ის საერთაშორისო მნიშვნელობისაა. მე საკუთარი თავისგანაც და სხვებისგანაც, ვისთანაც ვმუშაობ, ვითხოვ მაქსიმუმს. ჩვენი აშენებული შენობები არის და იქნება მეტად ხარისხიანი, მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა, მუდმივად ავუწყობთ ფეხს ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. უნდა ვაშენოთ უკეთესი და უკეთესი…  ჩვენი მიზანია, თანდათან გავფართოვდეთ, საერთაშორისო სამშენებლო ორგანიზაციად ჩამოვყალიბდეთ და გავიდეთ უფრო ფართო ასპარეზზე.

– თქვენი პროგრამა ,,მინიმუმი“ და ,,მაქსიმუმი“?

– ჩვენ არ გვაქვს დაწესებული ლიმიტი. გვინდა საქართველოში უფრო და უფრო მეტი სტანდარტის დარეგვა და განხორციელება – ცხოვრების ახალი  სტილის შექმნა. ,,მეტი დეველოპმენტის“ სტანდარტი ნიშნავს თამასის კიდევ უფრო მაღალ სიმაღლემდე აწევას…

 

 

 

 

 

 

მეტი დეველომპენტი http://www.meti.ge/home?fbclid=IwAR2GXEazsLbZVZIJGXyyBUrlit5RZJyNO-6HPJI-tygUEXzKJlkTC1g8zsA

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.