როგორ უმკლავდებიან პანდემიისას ფსიქო-ემოციურ გამოწვევებს უცხო ქვეყანაში და რა ონლაინ-ფსიქოლოგიური კონსულტაციები არსებობს მათთვის

რა ფსიქო-ემოციური სახის გამოწვევებს აწყდებიან, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ვის შეუძლია მათი დახმარება. როგორ ხდება დისტანციურად, ონლაინ-კონსულტაციების გაწევა და როგორ არიან მასში ჩართულნი დიასპორული ორგანიზაციები?

ვიდეობლოგის სტუმრები იტალიაში არსებული ორგანიზაციის ,,ნინა და საქართველოს” დამფუძნებელი ნინა ლაფაჩიძე და RPT (არ ფი თი) თერაპევტი და პერსონალური ქოუჩი ლიკა გაბუნია არიან.

,,მოგეხსნებათ, როგორი რთულია 24 საათი იყო მიჯაჭვული ერთ გარემოს, პატარა სივრცეში ცხოვრობდე და უვლიდე შენთვის უცხო ადამიანს და იყო ყველანაირ კომუნიკაციას მოწყვეტილი… ბევრი მათგანი, თვეების განმავლობაში, სახლიდან ვერ გამოდის და უწევს რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ცხოვრება. განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში, ყველა ვერ უძლებს ამას.“

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.