1927 წლის 15 თებერვალს დაიბადა მწერალი არჩილ სულაკაური

„მინდა

ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო,

ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?

მივდივარ და სად მივდივარ, სადაური საითა?

ლელო ერთხელ გავიტანე, განა კიდევ გავიტან?!…“

დღეს არჩილ სულაკაურის დაბადების დღე არის.

იგი დაიბადა 1927 წელს ქალაქ თბილისში. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“ სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები. პირველი კრებული 1951 წელს დაიბეჭდა.

სხვადასხვა დროს იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი და ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი. დაჯილდოვებულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა და საპატიო ნიშნის ორდენით.

არჩილ სულაკაური გარდაიცვალა  70  წლის ასაკში  1997 წლის 26 ოქტომბერს. მას დარჩა დაუმთავრებელი მოთხრობა “დიდი სეფედავლე”

იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.