ოთარ იოსელიანის ფილმები საქართველოს ეროვნულ არქივში იქნება დაცული

ცნობილმა კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს საკუთარი ფილმების ელექტრონული ვერსიები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

„1950-იანი წლებიდან 2015 წლამდე საქართველოსა და საფრანგეთში გადაღებული 21 დოკუმენტური და მხატვრული ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი (DCP ფორმატი) ამიერიდან საქართველოს ეროვნული საარქივო ფონდის ნაწილი გახდა. ფილმების სკანირება და ციფრული რესტავრაცია  საფრანგეთში განხორციელდა.

ფილმებს შორისაა:  „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“, „ძველი ქართული სიმღერა“, „თუჯი“, „მთვარის ფავორიტები“, „შემოდგომის ბაღები“, „პეპლებზე ნადირობა“ და სხვა.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივში დაცულია 36 ათასზე მეტი კინოფირი, ასევე ფილმების ციფრული ვერსიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.