ინფორმაცია ვიქტორიის შტატში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
ავსტრალიის თანამეგობრობაში სქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ვიქტორიის შტატის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაურესების საშიშროებიდან გამომდინარე და ვირუსის სწრაფად გავრცელების პრევენციის მიზნით, ვიქტორიის შტატი 5 დღიან ე.წ. lockdown-ზე გადადის.
დღეს, 12 თებერვლის 11:59 საათიდან – 17 თებერვლის 11:59 საათამდე ვიქტორიის შტატში მე-4 ფაზით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდება.
კორონავირუსის შეზღუდვების უმკაცრეს, მე-4 ფაზაზე მოსახლეობისთვის სახლების დატოვება შესაძლებელია მხოლოდ 4 მიზეზით: სურსათისა და მედიკამენტების შეძენა (საცხოვრებლიდან 5 კმ. რადიუსში), სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახური, ვარჯიში (ნებადართულია დღეში 2 საათ, საცხოვრებლიდან 5 კმ. რადიუსში), მზრუნველობა.
იკრძალება სტუმრების მიღება;
სავალდებულო ხდება ღია სივრცეში პირბადის ტარება;
იზღუდება დაკრძალვებზე დამსწრე პირთა რაოდენობა;
იხურება სკოლები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.dhhs.vic.gov.au/coronavirus-covid-19-daily…
საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თვალყური ადევნონ და დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის რეგულაციებს.
საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219