ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციაში სერტიფიცირებული პროფესიონალები ჩაერთვებიან

ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშემწყობ ღონისძიებებში სერტიფიცირებული პროფესიონალები ჩაერთვებიან:

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია “Meiburg Wine Media”-ის მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში, ხუთი ღვინის პროფესიონალი შეირჩა, რომლებიც, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია “Meiburg Wine Media-ს  პირველ ერთობლივ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამას ღვინის მაგისტრი – დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

სერტიფიკატი ხუთმა ღვინის პროფესიონალმა მიიღო. პროგრამის ფარგლებში, მათ შეისწავლეს ქართული ღვინის წარდგენა, თეორია, დეგუსტაცია და პრაქტიკა, ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია, კულტურა და ტრადიციები.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.