ხმა მივცეთ ბათუმის სტადიონს

ბათუმის ახალი სტადიონი ბრიტანული პორტალი StadiumDB-ს ტრადიციულ გამოკითხვაში მოხვდა. ამ გამოკითხვის მიზანი გასულ წელს აშენებული მსოფლიოს საუკეთესო სპორტული არენის გამოვლენაა.

ხმის მიცემა 7 მარტამდე გრძელდება და გამარჯვებული  10 მარტს გამოვლინდება. ხმის მიცემა შესაძლებელია StadiumDB.com- ზე.

გამოკითხვაში 20 სტადიონის მონაცემია შესული. საუკეთესო სტადიონი ორ ეტაპად გამოვლინდება. თავიდან საკუთარ არჩევანს პროფესიონალური ჟიური აკეთებს, შემდეგ კი გულშემატკივრების გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

საუკეთესო სტადიონის შერჩევა  რამდენიმე პარამეტრით მოხდება.

გულშემატკივარმა უნდა შეარჩიოს 5 საუკეთესო არენა და თითოეული ხუთბალიანი სისტემით, ანუ 5 ვარსკვლავით შეაფასოს.

ბათუმის სტადიონი  თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერაა დაპროექტებული. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.