სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ ბერლინალეს კინოფესტივალის პროგრამაშია

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ ბერლინალეს 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის (Berlin International Film Festival) პროგრამაში, Forum- ის სექციაში შევიდა. ინფორმაცია ამის შესახებ კინოფესტივალის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

წელს ფესტივალზე 1–5 მარტს კინოინდუსტრიისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ხოლო 20 ივნისს კი კინოჩვენებები გაიმართება, რომელიც დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

წელს ბერლინალეს კონკურსის ჟიურის წევრები არიან იასმილა ჟბანიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), ჯანფრანკო როზი (იტალია), ილდიკო ენედი (უნგრეთი), ადინა პინტილიე (რუმინეთი), მოჰამად რასულოფი (ირანი).

„მოთვინიერება“ შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის მსოფლიო პრემიერა Sundance-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2021 წლის იანვარში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.