გაათავისუფლეთ თქვენი გონება და სხეული – ტაი ჩი

ყველა საქმიანობა გარკვეულწილად მისიას წარმოადგენს. ჩვენი მისია იწყება იქ, სადაც ადამიანების მოტივირება, ენერგიაზე მოყვანა, გამხნევება, დაკვალიანება და წარმატების გზაზე დაყენება  საჭიროებად იქცევა

ის გარემოებები, როგორიცაა: * გაზაფხულამდე დარჩენილი რამდენიმე კვირა,

*გარეთ თავისუფლად გასვლის და „გაშრიალების „უახლოესი პერსპექტივა,

*კაფეში ჩამოჯდომა,

*მეგობრებთან თავისუფლად შეხვედრა, რომელიც ასე მოგვენატრა და სულ მალე ხელმისაწვდომი გახდება, ქალბატონებს აღუძრავს სურვილს უკეთ გამოიყურებოდნენ:)

ამის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით გთავაზობთ ახალ 30 დღიან პროგრამას (მარათონს), სადაც მსურველები შეძლებენ ონლაინ ფორმატში ივარჯიშონ ტაი ჩის უნიკალური სისტემის გამოყენებით და აგრეთვე მინი ტრენინგისა და მედიტაციის მეშვეობით, მოიპოვონ ან განიმტკიცონ

  • საუკეთესო შეგრძნებები,
  • ენერგიულობა,
  • ჰარმონია საკუთარ თავთან,
  • კარგი გამოძინება,
  • სიხარულის შეგრძნება და
  • მკვრივი, ლამაზი სხეულის ფორმები.

„ტაი ჩი“- გახლავთ აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ვარჯიშების უნიკალური სისტემა. ტაი ჩის  გამოყენებითაც შესაძლებელია:

  1. სისხლის მიმოქცევის აღდგენა,
  2. ენერგეტიკის მაღალი დონის სტაბილური მაჩვენებელის მიღწევა,
  3. ნერვიული სისტემის მწყობრში მოყვანა,
  4. ხერხემლის კორექცია,
  5. სხეულის ფორმების კორექცია,
  6. სხეულის გამკვრივება,
  7. შინაგანი ორგანოების მუშაობის გაუმჯობესება,
  8. შინაგანი წონასწორობის მოპოვება.

ფსიქოლოგიური ნაწილი : ყოველკვირეული მინი ტრენინგები საკუთარ თავთან ურთიერთობისა და არსებული სიტუაციის მართვის თემაზე + ტრანს მედიტაცია.

მარათონის დაწყების თარიღი 11 თებერვალი 19:00 საათი. ხანგრძლივობა 30 დღე;

შეხვედრები გაიმართება  ზუმში კვირაში 3 ჯერ –

სამშაბათს და ხუთშაბათს  19:00 საათზე – ვარჯიში;

შაბათს 13:00 საათზე – ტრენინგი +მედიტაცია.

ტაი ჩის ვარჯიშებს წარმოადგენს – მსოფლიო ჩემპიონი ტაი ჩიში, თბილისის უშუს ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დონის მწვრთნელი და საერთაშორისო დონის მსაჯი – ლაშა სუმბულაშვილი.

ფსიქოლოგიურ ნაწილს გაუძღვება – ფსიქოლოგი, ნლპ ქოუჩი, ბიზნეს ტრენერი – ხათუნა მუზაშვილი.

ტელეფონი; – 593 94 50 08

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები