ნიდერლანდებში შეზღუდვები კვლავ გახანგრძლივდა

ნიდერლანდების მთავრობამ კომენდანტის საათი 2 მარტამდე გაახანგრძლივა.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან კორონავირუსის ირგვლივ სიტუაცია გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად მცირდება, ჯერ კიდევ გაუგებარია, შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები ბრიტანული შტამის გავრცელების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრმა.

ნიდერლანდებში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 04:30 საათამდე მოქმედებს. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23 იანვარს ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.