„ფორსაჟი 9″-ის პრემიერის თარიღი ცნობილია
სტუდია Universal-ის გადაწყვეტილებით, ფილმ „ფორსაჟი 9“-ის პრემიერა 2021 წლის 28 მაისს გაიმართება.
ამ ფილმში საქართველოში გადაღებულ კადრებსაც იხილავთ – კარგად ჩანს თავისუფლების მოედანი, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორია, ნუცუბიძის პლატო, რუსთაველის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი და რუსთავი.
ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი, მსახიობები: ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.
საქართველოში „ფორსაჟი 9″-ის ეპიზოდების გადაღება 2019 წლის 19 აგვისტოდან დაიწყო და 22 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა.