თამარ კორკოტაშვილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თამარ კორკოტაშვილი მსოფლიოს წამყვან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო.

 MIT – ის სწავლის  გადასახადი, ჯამში, 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT – ში ყოველწლიურად კომაროვის  სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას. თამარი MIT – ში ჩარიცხული  სკოლის მეშვიდე კურსდამთავრებულია.

თამარი კორკოტაშვილი  Intel International Science and Engineering Fair (Intel ISEF) – ში რობოტიკის კატეგორიაში მეოთხე საპრიზო ადგილის, 2016 წელს ლეონარდო და ვინჩის გამომგონებელთა კონკურსში მესამე ადგილის, 2016 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე ადგილის, ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე (EGMO) ორი ვერცხლის მედლის და საპატიო სიგელის და 2020 წლის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის (IZhO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

2018 წლეს, მათემატიკაში, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიადაზე  მესამე ადგილი მოიპოვა, ასევე ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის ათეულის წევრია.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ- ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში, MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები