,,მინდა ჩემს შვილს საქართველოსთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეს და უყვარდეს მეორე სამშობლო…“- სოფიო ბოლქვაძე ემიგრანტ დედებსა და თურქეთში არსებულ გამოწვევებზე

სოფიო ბოლქვაძე უკვე 13 წელია რაც ემიგრაციაშია და თურქეთში, სტამბოლში ცხოვრობს. მიღებული აქვს გამოცდილება, როგორც სამედიცინო ასევე საგანმანათლებლო სფეროში სკოლამდელი მოზარდების სწავლების მიმართულებით. აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო და კულტურულ საქმიანობაში, როგორც საქართველოში ასევე  თურქეთის რესპუბლიკაში და ემიგრანტი ბავშვებისთვის საინტერესო პროექტებსაც ახორციელებებს. ცოტა ხნის წინ,  ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ოფიციალური წარმომადგენელი გახდა თურქეთში.

ჰყავს თურქი მეუღლე და ერთი შვილი. სოფიო ვიდეობლოგში ,,მედიატორი” ემიგრანტ დედებსა და არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს.

,,მინდა საქართველოს ვუსურვო, ემიგრანტი დედები მალე დაბრუნებოდნენ სამშობლოს და პატარებს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ…“

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.