“პოლიტიკისობიდან” თეატრისა და კინოს განუმეორებელ ვარსკვლავობამდე 

როგორც მისი თანამედროვენი ამბობდნენ, გენიალური ქართველი მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი ძალიან განათლებული პიროვნება ყოფილა. თურმე, ბრწყინვალედ იცოდა რუსული, ლათინური და ფრანგული ენები, ქართულად კი სუფთა გურული დიალექტითსაუბრობდა. რა წიგნი გინდოდათ, წაკითხული რომ არ ჰქონოდა… უამრავი მიწვევა ჰქონია უნივერსიტეტიდან, სთხოვდნენ, რომ ლექციები წაეკითხა (ნოვორასიისკისუნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული), მაგრამ ყოველთვის სასტიკ უარს ამბობდა. ყოველ დილით ფრანგულ გაზეთს ყიდულობდა, ამოიდებდაიღლიაში და თეატრში შედიოდა. გაზეთში რაიმე საინტერესოს თუ აღმოაჩენდა, კოლეგებს უკითხავდა. გიჟდებოდა მთელი თეატრი, აკაკი კვანტალიანმა ფრანგულიც კი ისწავლა, თურმე, ამის გამო: „რავა მაგან თუ იცის ფრანგული, ვითომ მე ვერ ვილაპარაკებ ფრანციცულად, თუ რაო?“

გურიაში დაბადებულ-გაზრდილი ბიჭი(8. 02. 1888 წ) გარკვეული დროის განმავლობაში ბაქოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამბობენ, რომ იმ პერიოდში პოლიტიკაშიც ყოფილა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ აქტიურ წევრს, ცნობილი მენშევიკის სახელიც ჰქონია. სოციალ-დემოკრატიული იდეებით განმსჭვალულს, ეკონომიკურ საკითხებზე საკმაოდ სერიოზული ნაშრომიცდაუწერია, რომელიც ძალიან გახმაურებულა და დიდი მოწონება დაუმსახურებია. იგივე თემაზე სტალინსაც ჰქონდა ნაშრომი გამოქვეყნებული, მაგრამ ჟორჟოლიანის ნაშრომის დაბეჭდვის შემდეგ, თურმე ამბობდნენ, „ჟორჟოლიანის ნააზრევი ბევრად პრაქტიკული და უკეთესიაო“… სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, თვით ლენინისგანმიუღია წერილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შენახული ჰქონია, თუმცა მისი არსებობის შესახებ კრინტს არავისთან ძრავდა… წერილში ვლადიმერ ილიჩიჟორჟოლიანს ედავებოდა, საპირისპიროს ამტკიცებდა, არ ეთანხმებოდა მის მოსაზრებებს და წერდა, ასე კი არა, ისე უნდა იყოს, როგორც სტალინმა დაწერაო…

რევოლუციის შემდეგ ჟორჟოლიანს ბაქოში აღარ დაედგომებოდა. ემიგრაციაში გაქცევას საქართველოში დაბრუნება არჩია, რაც, თურმე, საკმაოდ დიდი რისკი იყო. იმასაც ამბობენ, პოლიტიკას ჩამოშორდა და თეატრს შეაფარა თავი, თორემ მსახიობობას სულაც არ აპირებდაო, არადა, ასე რომ არ ყოფილა, ამაზე მის ბიოგრაფიაში არსებული ფაქტები მეტყველებს… მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ერთ დროს „პოლიტიკოსი ჟორჟოლიანი“ შემთხვევითობამ თუ ბედისწერამ ქართული თეატრისა და კინოს განუმეორებელ ვარსკვლავად აქცია.

 

 

წყარო: ქართველები                                             თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.